Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დისტანციურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცვლილება და უწყვეტობა: დემოკრატიის განმტკიცების გზა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტორუნის სოციალური და მედიაკულტურის უნივერსიტეტი (პოლონეთი) გიწვევთ დისტანციურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „ცვლილება და უწყვეტობა: დემოკრატიის განმტკიცების გზა“.

კონფერენციის მიზანია შეკრიბოს პროფესორები, მკვლევრები, პოლიტიკის შემქმნელები, პრაქტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები საკითხის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ჭრილში განსახილველად.

კონფერენცია გაიმართება 16 მარტს. სამუშაო ენა: ინგლისური.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ CV და აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე (250-300 სიტყვა) არაუგვიანეს 29 თებერვლისა მისამართზე  socpol.science@tsu.ge . სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს „კონფერენცია 2024“.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციის სამუშაო თემებისა და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.